გამგეობის წევრები

10808350_965146613514856_1406899070_n

ზვიად კორძაძე – ასოციაციის თავმჯდომარე

2003 – დღემდე კს “კორძაძის საადვოკატო ბიურო”, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი;
1996 – 2003 კს “კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები”, პარტნიორი, ადვოკატი;
1995 – დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი;
1995 – 2006 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის წევრი;
1997 – 1998 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებათა შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის წევრი;
2001 საქართველოს გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
2002 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
2005 – 2006 საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი;
2006 –2013 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2014 წლიდან საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე

ketikvarcxavabw (2)

ქეთი ქვარცხავა – თავმჯდომარის მოადგილე

ქეთი ქვარცხავა იურიდიული ფირმის BLC-ის პარტნიორია 2003 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან 2003 წლამდე, სხვადასხვა დროს იყო ფირმის ადვოკატი და იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი. იგი 1999 წლიდან წარმატებით წარმოადგენს მხარეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არბიტრაჟში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გასცემს პროფესიულ კონსულტაციას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, კორპორატიულ, შრომის სამართლის საკითხებზე, ჩართულია რთულ საერთაშორისო კომერციულ გარიგებებში, საბანკო და ფინანსურ საკითხებში, უძრავი ქონების, წარმოების, ენერგეტიკის და სხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. ქალბატონ ქეთის აქვს USAID საქართველოში მუშაობის გამოცდილება, კომერციული სამარჩეველისპოზიციაზე, სადაც იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართლებრივი გარემოს შეფასებაში, საგადასახადო რეფორმის ფარგლებში ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადებაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მიმართულებების განსაზღვრაში და ა.შ. ქ-ნი ქეთი ასევე ასწავლიდა საერთაშორისო კერძო სამართალს თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში. იგი მუშაობდა იურისტად ქართულ-ამერიკულ”აბსოლუტ ბანკ”-ში, სადაც ბანკს შესაბამისრჩევებს აძლევდა სხვადასხვა საგადასახადო, სამართლებრივ საკითებთან დაკავშირებით და წარმოადგენდა მასმთელ რიგ წარმატებულ სასამართლო პროცესებში. ქ-ნი ქეთი ასევე მუშაობდა ს.ს.”ტრანსკავკასია“ ბანკში იურისტად, სადაც დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს აძლევდა რჩევებს საბანკო და საფინანსო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ქ-ნ ქეთის ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება გაერო-სსაქართველოს მისიაში, ნიუ-იორკში, სამართლებრივ სფეროში ასისტენტის პოზიციაზე. რამდენიმე წლის მანძილზე ქალბატონი ქეთი იყო საქველმოქმედო ფონდ ”პირველი ნაბიჯის” გამგეობის წევრი, ასოციაციათავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და საგანმანათლებლო საბჭოს წევრი. ქალბატონ ქეთის 2001 წელს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისასპირანტურა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით, მიღებული აქვს ამერიკული სამართლის მაგისტრის LLM წოდება ამერიკული უნივერსიტეტიდან – Wake Forest University School of Law 1999 წელს. მას ასევეწარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს.

davitkvachantiradze2

სანდრო ბიბილაშვილი – გამგეობის წევრი

დაიბადა 1980 წელს. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება; იურისტის კვალიფიკაციით, სპეციალობა – სამართლისმცოდნე. 2004 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში – სამაგისტრო ნაშრომი „საერთაშორისო ფრენშაიზინგი“. სანდრო არის 2010 წლის ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი. 2011 წელს დაამთავრა დუკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (ჩრდ. კაროლინა, აშშ) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.
2005-2012 წლებში იყო წამყვანი ქართული იურიდიული ფირმა BGI Legal-ის უფროსი იურისტი, 2012-2014 წლებში ამავე ფირმის დირექტორი, ხოლო 2014 წლიდან არის BGI-ის პარტნიორი.  2001 წელს სტაჟიორად მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, ბერნი სენდერსის ოფისში.
2006 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო სპეციალიზაციით.
2015 წელს ჩააბარა ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა და 2016 წელს გახდა ნიუ იორკის შტატის ლიზენცირებული ადვოკატი.
2012 წლიდან არის CEDR-ის (Center for Effective Dispute Resolution) მიერ აკრედიტებული მედიატორი, ხოლო 2013 წლიდან – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არსებული მედიაციის ცენტრის მედიატორი.
სანდრო ბიბილაშვილი არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი და ასევე, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული სამართლის კომისიის თავმჯდომარე.
კახა შარაბიძე

კახა შარაბიძე – გამგეობის წევრი

კახა შარაბიძე არის იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. BLB-ის დაარსებამდე, ბ-ნი შარაბიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობებისა და სამართლებრივი კვლევების სამმართველოს უფროსის
პოზიციაზე. აქტიური იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ბ-ნი შარაბიძე ჩართული იყო კანონშემოქმედებით პროცესებში. ის არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “საავტორო უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის თანაავტორი.

2018 წლიდან კახა შარაბიძე არის ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 1997-2001 წლებში ბ-ნი შარაბიძე კითხულობდა ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მან ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა შეიძინა 1996-1997 წლებში გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ ფირმა Frere, Cholmeley Bischoff-სა და 1999 წელს აშშ-ს საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Steptoe & Johnson-ში მუშაობით.
ბ-ნი შარაბიძის ძირითადი სამუშაო მიმართულება მოიცავს კომპლექსური სამართლებრივი საკითხების შემცველ საერთაშორისო ტრანზაქციებს,  როგორიცაა პროექტების ფინანსირება, შესყიდვები, უზრუნველყოფილი სასესხო ტრანზაქციები, სამართლებრივი კვლევები, პრივატიზაცია, კორპორაციულ-სამართლებრივი სტრუქტურირება, აქციონერობასა და ერთობლივ საწარმოებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, უძრავი ქონება, კორპორაციული მართვა.
2003 წლიდან, ყველწლიურად, ბ-ნი  შარაბიძე საერთაშორისო გამოცემების მიერ აღიარებულია საქართველოს წამყვან იურისტებს შორის.

ბ-ნმა შარაბიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1994 წელს. ის ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის დეპარტამენტის მაგისტრის ხარისხს (წარჩინების დიპლომი).
ამასთანავე, 2014 წლიდან ბ-ნი შარაბიძე წარმოადგენს პორტუგალიის რესპუბლიკის საპატიო კონსულს საქართველოში.
გარდა მშობლიური ქართულისა, ბ-ნი შარაბიძე სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სოფო როინიშვილი

სოფიო როინიშვილი – გამგეობის წევრი

განათლება:

1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, ხოლო 2003-2004 წლებში იმავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურაში.

პროფესიული საქმიანობა:

2012 წლიდან არის საადვოკატო ბიუროს „კორძახია, ჟღენტი“ პარტნიორი.

2007 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სპს საადვოკატო ბიუროში “კორძახია, ჟღენტი” უფროს ადვოკატად.

2004-2006 წლებში მუშაობდა საგადასახადო და სამართლის უფროს კონსულტანტად “პრაისვოთერჰაუსკუპერსის” თბილისის ოფისში.

2001-2004 წლებში მუშაობდა საგადასახადო და სამართლის უფროს კონსულტანტად აუდიტორულ ფირმაში “იუ-ბი-სი ინტერნეშენალი”.

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.

1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურში წამყვან სპეციალისტად.

სოფიო როინიშვილს გავლილი აქვს CIArb-ის კურსი საერთაშორისო არბიტრაჟში (MCIArb).

gsvanidze2bw

გოჩა სვანიძე – გამგეობის წევრი

განათლება:
საშუალო – თბილისის 140-ე  საშუალო სკოლა (1969-1979 წწ);
უმაღლესი – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1979-1984წწ ), ინჟინერ მექანიკოსი;
1991-1994წწ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი– სამართალმცოდნე;
1999-2000 თბილისის იურიდიული ინსტიტუტი– იურისტი (ექსტერნად).

პროფესიული საქმიანობა:
1984-1992 ინჟინერ-მექანიკოსი, უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ინჟინერი, ექსპლუატაციის უფროსი;
1991-1993 კერძო ბიზნესი, კომერცია;
1994-დღემდე ადვოკატი;
1996-98 სპს “კორძაძე, სვანიძე და ოქრუაშვილი”;
1998-2003 სპს “კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები”;
2003- დღემდე კს “საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორები”, ხელმძღვანელი პარტნიორი – ადვოკატი;
2000 – დღემდე შპს თბილისის საარბიტრაჟო პალატის დამფუძნებელი პარტნიორი და არბიტრი;
2003-2006 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ვიცე პრეზიდენტი;
2005-დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. სპეციალიზაცია – საერთო.;
2006-2013 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
2008-2009 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
2011-2013 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე და სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი;
2004 – დღემდე საქართველოს რაგბის კავშირი – გამგეობის თავმჯდომარე;
2014 – დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის
სამართლის ლექტორი.

achargeishvilibw

აკაკი ჩარგეიშვილი – გამგეობის წევრი 

განათლება
საშუალო განათლება _ 1978-1989 ქ. სოხუმი
უმაღლესი განათლება _ 1991-1996 თსუიურიდიული ფაკულტეტი, წარჩინებით;
უმაღლესისშემდგომი _ 1996 წლიდან თსუ იურიდიული ფაკულტეტისასპირანტი;
2012 წლიდან ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.

სამხედროვალდებულება
1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე/ვეტერანი. მოწმობა #150 300 1177

სამუშაო და პრაქტიკული გამოცდილება
1995-1998 წ.წ. აფხაზეთის ა.რ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, იურიდიული სამსახურის უფროსი;
1999-2000 წ.წ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი;
2001-2005 წ.წ სს `ქართული ფილმის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
2001-2002 წ. სს `ეი-ი-ეს თელასის~” იურიდიული სამსახურის უფროსი;
2002 წ-დან დამოუკიდებელი იურიდიული პრაქტიკა, პარტნიორი/ადვოკატი შ.პ.ს `ჩარგეიშვილი და კომპანია~, სპს ,,აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი” დამფუძნებელი, მმართველიპარტნიორი/ადვოკატი;
2003-2005 წ. შ.პ.ს. `საქართველოს რკინიგზის~ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2004-2005 წლებში სს ,,მადნეულის’’ დირექტორი კორპორაციული მართვის საკითხებში;
2005- სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
2006-2008 წლებისს,,მადნეული”-სა და შპს ,,კვარციტის” სამეთვალყურეოსაბჭოსწევრი და თავმჯდომარისმოადგილე;
2009-დღემდე სს ,,ნოვა ტექნოლოჯი”-ს სამეთვალყურეოსაბჭოსწევრი;
სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციები:
1996 წელი თბილისი, თაცის-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯი;
1997 წელი ბუდაპეშტი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ახალგაზრდა ლექტორებისათვის ჩOLPI;
1998 წელი სრულად, გერმანია, დიპლომისშემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ორგანიზებული კარლ დუიზბერგის საზოგადოების მიერ ჩDG, პროგრამა ეგიდით ,,მენეჯმენტი საქართველოსათვის” შეფასების შედეგი -წარჩინებით;
1998 წელი – გერმანიის ბადენ-ვიუტემბერგის მიწის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაკოტრების და რეაბილიტაციის მმართველთა კონფერენციის მონაწილე;
2000 წელი აშშ, ვირჯინიისა და ვესტ-ვირჯინიის შტატები, სემინარები ინფორმაციის თავისუფლების აქტის ირგვლივ, ორგანიზატორი UშAD;
2003 – წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, წევრი სამოქალაქო სამართლის კვალიფიკაციით. 2010 – წლიდან საერთო სპეციალიზაციით;
2004-2005 წლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოკლევადიანი მივლინებები ქ.მოსბახში და ქ.კარლსრუეში, გერმანია (პროფესიული აკადემიები/BEღUFშAKADEMIE) მართვის ევროპული სკოლის იესემ -თბილისისათვის საბანკო და სამეურნეო სამართლის ლექციათა კურსის მოსამზადებლად;
2005 – წლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ეკონომიკის საკითხებში ექსპერტთა ჯგუფის წევრი;
2010 – 2013 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე;
2013 წელილობისტისაქართველოსპარლამენტში.

სამეცნიერო და საზოგადოებრივი გამოცდილება:
1995 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი;
2002 წლიდანსაქართველოს ინსტიტუციური რეფორმები სცენტრის დამფუძნებელი და თანა თავმჯდომარე;

სამეცნიერო ნაშრომების,ნაშრომები გამოქვეყნებულიაჟურნალებში `სამართალი~, `სამართალი და ცხოვრება~ და სხვა.ავტორი;

საგადასახადოორგანოებისრეფორმისათვისგამოცემულიდამხმარესახელმძღვანელოსთანაავტორი;

2002 წელი, თანაავტორისაქართველოსახალისაგადასახადოკოდექსისპროექტის, საავტოროუფლებისდამადასტურებელისერტიფიკატი #204.

2003 წლისთებერვალი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი და მონაწილე იურიდიულ საკითხებში `მიწის პოლიტიკის შესახებ”;
2012 წელი ტრენერი სამართლებრივი მართლწერის საკითხებში;
2012 წლიდან ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2013 წლიდან, ჟურნალ,,ადვოკატი’’-ს სარედაქციოკოლეგიისწევრი;
2014 წლიდან ,,იურიდიული ფირმები სასოციაციის” დამფუძნებელი და გამგეობისწევრი;
2014 წლიდან ,,საქართველოს ბიზნეს პალატის” დამფუძნებელი და გამგეობისწევრი.

პედაგოგიური საქმიანობა
1999-2012წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში(საია) სავაჭრო-კორპორაციული სამართლის ლექციების ხელმძღვანელი;
2000 წლიდან ექსპერტი სამეწარმეო-ეკონომიკურ და საგადასახადო სამართალში;
2001 – 2010 წლებში, ლექციებიიესემ-თბილისში, კომერციულ/ბიზნესსამართალში და საბანკოსამართალში;
2012 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
2012 წლიდან ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი სასოცირებული პროფესორი.

ket1-2edt

ქეთი მირიანაშვილი – გამგეობის წევრი 

ქეთი მირიანაშვილი არის იურიდიული  კომპანია Law Consulting Group-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი.

2001  წელს წარჩინეიბით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, იურიდიული დეპარტემენტში სპეციალისტად.

2004-2007 წლებში მუშაობდა სანოტარო ბიუროში წამყვანი იურისტ-კონსულტანტის თანამდებობაზე და ნოტარიუსის შემცვლელ პირად.

2008-2010 წლებში მუშაობდა კომპანია “ბინა”-ში მთავარ იურისტად;

2011 წელს იურიდიული კომპანია “გრანექსიტოს”სდამფუძნებელი, ადვოკატი.

2010 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სპეციალიზაცია- საერთო.

2014 წლიდან იურიდიული ფირმების ასოციაციის დამფუძნებელი.

2014-2015 უეფას სუპერ თასის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მთავარი იურისტი

2015 წლიდან იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი.

ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

Kikala

დავით კიკალეიშვილი – გამგეობის წევრი 

დავით კიკალეიშვილი არის იურიდიული ფირმა VBAT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. მისი იურიდიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამეწარმეო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი, საინვესტიციო სამართალი, პრივატიზება, შრომის სამართალი, საოჯახო სამართალი, პროექტების (ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ტელეკომუნიკაციები) სამართლებრივი მხარდაჭერა. წლების განმავლობაში, დავითი წარმატებით წარმოადგენს მხარეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სასამართლოებსა თუ არბიტრაჟში. დავითს სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვა ანდეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: KPMG, TBC Leasing, CHC Helicopter Corporation, შპს „ავერსი ფარმა,“ Sopharma, საქართველოს უნივერსიტეტი, სასტუმრო Metekhi Palace (Sheraton-ის სასტუმროთა ქსელი), ჟურნალი „ტაბულა,“ ტელეკომპანია მაესტრო და სხვა. დავითის სამართლებრივი მხარდაჭერით განხორციელდა ქართულ ბაზარზე ისეთი კომპანიების შემოსვლა, როგორებიცაა: ნეტკრედიტი, TLS contact Georgia (Visa Application Centre for the United Kingdom of Great Britain in Georgia) და სხვა. დავითს ასევე დიდი გამოცდილება აქვს უცხოური კომპანიებისათვის საქართველოში ფრენშაიზინგის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით.

2003 წლიდან, დავით კიკალეიშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ასევე, იგი იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
დავითი არის საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის დისციპლინური კომიტეტის ხელმძღვანელი. ასევე, იგი ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელობის უნივერსიტეტში საადვოკატო უნარჩვევებს.
მშობლიური ქართულის გარდა, დავით კიკალეიშვილი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

amiranmak

ამირან მაკარაძე – გამგეობის წევრი 

განათლება

  • 2015/2013 – საერთაშორისო ბიზნეს, საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის მაგისტრი (LLM), ოსლოს  უნივერსიტეტი, ნორვეგია;
  • 2010-2009 – ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, ტარტუს უნივერსიტეტი ესტონეთი;
  • 2009/2004 – სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო;

   სამუშაო გამოცდილება

  • დღემდე – 09/2016  მოწვეული მასწავლებელი, საერთაშორისო ბიზნეს სამართალი(ინგლისურ ენაზე), საქართველოს ბიზნესის აკადემია;
  • დღემდე – 02/2017  ტრენერი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU);
  • დღემდე – 02/2016 იურისტი,  იურიდიული კომპანია “Begiashvili and Co. Limited”;
  • დღემდე – 07/2016  იურისტიშპს „Invet Group“;
  • 2016/01- 2014/08 იურიდიული ოფიცერი,  შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“[შუახევის ჰიდროელექტრო- სადგურის პროექტი]
  • 2014/05 – 2013/12 სამართლებრივი ანალიტიკოსი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ოსლო, ნორვეგია;
  • 2013/07 – 2012/06 ადვოკატის თანაშემწე/სტაჟიორი,   „სამხარაძე, პაქასაძე სოფრომაძე და პარტნიორები”;
  • 2011/06 – 2011/02 იურიდიული  დეპარტამენტის სტაჟიორი, საერთაშორისო გამჭვირვალობა        საქართველო;
  • 2008/10 – 2008/06 სამართლებრივი მკვლევარის ასისტენტი/სტაჟიორი, საერთაშორისო და ევროპული სამართლის ცენტრი,თესალონიკი, საბერძნეთი;
  • 2007/02 – 2006/04 იურიდიული კონსულტანტი/სტაჟიორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილალი, ბათუმი;

   ტრენინგ კურსები და სემინარები

  • 2015/03/18-21 პარტნიორთა შეთანხმებისა და დირექტორთა პასუხიმგებლობის სამართლებივი, ფინანსური და საგადასახადო ასპექტები, ბიზნეს  სამართლის ეროვნული ცენტრი, თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი;
  • 2014/08/18-27 საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი,საზაფხულო სკოლა, ჰელსინკის უნივერსიტეტი ფინეთი;
  • 2014/07/06-13 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა კორპორაციულ სამართალში, ბილგის უნივერსიტეტი,  ELSA Istanbul, თურქეთი;
  • 2013/09/23-27 საერთაშორისო სამართლის სკოლა კომერციულ არბიტრაჟში, ჰაინრიხ ჰაინეს   უნივერსიტეტი, გერმანია;
  • 2012/8-21.09 ტრენინგი ადამიანის და მოქალაქის უფლებებში, ლიდერთა საერთაშორისო აკადემია, გერმანია;
  • 2012/08-07 მოლაპარაკებები და კონფლიქტების ტრანსფორმაცია, მშვიდობისა და კონფლიქტების ავსტრიული ცენტრი, ავსტრია;
  • 2007/03-07   იურიდიული კლინიკა, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, საქართველო;

პუბლიკაციები

  • 2015 – სახელშეკრულებო  სტაბილიზაციის  მექანიზმები საერთაშორისო საინვესტიციო

ხელშეკრულებებში, ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია;

  • 2008 –  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი, ალმანახი,

საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკური სამართლის ცენტრი, თესალონიკი, საბერძნეთი;

 პროფესიული გაერთიანებების წევრობა

  • 2012 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,;
  • 2016 – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია;
  • 2013 – ახალგაზრდა არბიტრთა საერთაშორისო ჯგუფი;

ენები

  • ქართული/მშობლიური;
  • ინგლისური/თავისუფლად;