კონფერენცია გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის შესახებ

კონფერენცია გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის შესახებ

2016 წლის 14-15 ივლისს, „ტექნო პარკში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ორგანიზებით და USAID-ის პროექტ G4G-ის მხარდაჭერით გაიმართა ორ დღიანი კონფერენცია გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის შესახებ. კონფერენციაზე სიფა-ს გადახდისუუნარობის სამართლის ექსპერტებმა წარმოადგინეს მოხსენებები გადახდისუუნარობის სისტემის პრობლემურ საკითხებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა ჩართულობითაც შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიის და აზრთა გაცვლის რეჟიმში. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა მსგავსი ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გადახდისუუნარობის რეფორმის დაწყების განხორციელებას.
კონფერენცია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მიერ დაფინანსებული პროექტის „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირება“ ფარგლებში.