კონკურსი გადახდისუუნარობის მმართველთა ტრენინგ კურსის მონაწილეთა შესარჩევად

sifa

12/07 კონკურსი გადახდისუუნარობის მმართველთა ტრენინგ კურსის მონაწილეთა შესარჩევად

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა), USAID G4G-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ (RFA # 2017-014).

პროექტის ფარგლებში ცხადდება  კონკურსი გადახდისუუნარობის მმართველთა ტრენინგ კურსის მონაწილეთა შესარჩევად.ტრენინგ კურსი მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული წრის ჩამოყალიბებისთვის ხელის შეწყობას.

კურსის გავლის შედეგად  მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რათა მიიღონ მონაწილეობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში, მათ შორის:

·         მოახდინონ კონკრეტული საქმის სამართლებრივი და ეთიკური საკითხების იდენტიფიცირება;

·         მართონ გადახდისუუნარობის პროცესი მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, არსებული ეთიკური პრინციპების დაცვით;

·         მოიძიონ და მართონ გადახდისუუნარო კომპანიის ქონება;

·         აწარმოონ მოლაპარაკებები მხარეებთან სამეურვეო ქონების მაქსიმიზაციის და პოტენციური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით;

·         მოამზადონ რეაბილიტაციის გეგმა, კომპანიის რეაბილიტაციის და/ან სალიკვიდაციო ბალანსი – გაკოტრების საქმის წარმოების შემთხვევაში.

 

კურსი წარიმართება უცხოელი და ქართველი ექპერტების მიერ და მოიცავს შემდეგ თემებს:

·         გადახდისუუნარობის სამართლის სხვადასხვა ასპექტები;

·         კრიზისული მენეჯმენტი და მოლაპარაკების ხელოვნება;

·         ბიზნეს და  რეაბილიტაციის გეგმა;

·         ბუღალტერია და ფინანსური მენეჯმენტი;

·         საგადასახადო საკითხები გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში;

·         ქონების შეფასება.

სულ ჩატარდება 16 ტრენინგი რამდენიმე ეტაპად:  24-26 ივლისი,  10-15 სექტემბერი, 20-30 სექტემბერი და 28-30 ოქტომბერი. ტრენინგის ხანგრძლივობაა 5 საათი. დასწრება სავალდებულოა ყველა ტრენინგზე. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები. ტრენინგების სამუშაო ენა არის ქართული.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

·         უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირების, საადვოკატო საქმიანობის, ფინანსური მენეჯმენტის ან აუდიტორული მომსახურების სფეროში.

·         უნდა ჰქონდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილეობის გამოცდილება ან გადახდისუუნარობის სამართლის სისტემასთან სხვა ნებისმიერი შეხება.

·         უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: office@alfg.ge 17 ივლისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.