გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების მორიგი ტრენინგი

P1020901

09/09 გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების მორიგი ტრენინგი

2017 წლის 8-9 სექტემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმროში „Rooms Hotels Tbilisi“ გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების მორიგი ტრენინიგი გაიმართა. ტრენინგი შეეხებოდა გადახდისუუნარო კომპანიის ფინანსური რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების სპეციფიკას, რომელსაც კონკურსის წესით შერჩეული 20 მონაწილე გაეცნო.

კერძოდ, ტრენინგზე განხილული იყო ფინანსური მენეჯმენტის საბაზისო პრინციპები, დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების შესახებ, ასევე, მაგალითების საშუალებით, გაანალიზებული იქნა სტანდარტული ბიზნეს გეგმისა და რეაბილიტაციის გეგმის თავისებურებები. ტრენინგის ბოლოს, ტრენინგის მონაწილეებმა კონკრეტული ქეისის საფუძველზე მოამზადეს რეაბილიტაციის გეგმა.

ტრენინგს – „გადახდისუუნარო კომპანიის ფინანსური რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება“ უძღვებოდნენ თი-ბი-სი ბანკის  კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გელაშვილი და  თი-ბი-სი ბანკის  კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი სოფო ნიორაძე.

ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და G4G-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული გაერთიანების შექმნა და ამით ქვეყანაში მაღალკვალიფიციური გადახდისუუნარობის მმართველთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.