სიფამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

სიფამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის პროექტის „იურიდიული კლინიკების გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ შუღაროვამ და პროექტის ექსპერტმა, პროფესორმა ნინო ბოგვერაძემ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტებს საქართველოში არსებული იურიდიული კლინიკების კვლევის შედეგებთან ერთად სწავლების მეთოდოლოგია გააცნო და საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა ნინო ბოგვერაძემ მომავალ სამართალდამცავებს ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკის მოკლე კურსი ჩაუტარა.

პროექტი „იურიდიული კლინიკების როლის გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ხარისხიანი იურიდიული მომსახურების მიწოდების გაზრდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს იურიდიული განათლების გაუმჯობესებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის შემოტანის საშუალებით.