Legal Consulting and Services (LCS)

მისამართი: დიმიტრი არაყიშვილის ქ. N3, თბილისი

ტელ: 032 231 07 77

ელ-ფოსტა: info@lcs.ge

LCS (Legal Consulting and Services) საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს და წამყვან იურიდიულ კომპანიას. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი იურისტებით, რომლებიც სპეციალიზებული არიან სამართლის სხვადასხვა დარგში. კომპანია შვიდ წელზე მეტია აქტიურ როლს თამაშობს იურიდიულ ბაზარზე და ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს უწევს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას.

LCS-ის კლიენტებს შორის არაერთ მსხვილ და ბაზარზე კარგად ცნობილ კომერციულ იურიდიულ პირებთან ერთად, არიან საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო და სამშენებლო მასალების დამამზადებელი კომპანიები, მეტალურგიული და ტურისტული  ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობენ ფირმის შეთავაზებული მომსახურებით, აქტიურად იყენებენ მათთვის დასახულ სტრატეგიებსა და დამზადებულ დოკუმენტაციებს.