ემზარ პაქსაძე

ემზარ პაქსაძე ადვოკატთა ასოციაციის წევრია დაფუძნებიდან. 2003 წლიდან დღემდე არის არასამთვრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე და საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის გამგეობის წევრი.

 

ემზარი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 2003 წლიდან. 2008-2009 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ გამგეობის წევრი. 2008 წლიდან დღემდე არის შპს ,,სამხარაძე, პაქსაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი პარტნიორი. 2009-2011 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

 

ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.