გამგეობის წევრები

ქეთი ქვარცხავა

ასოციაციის თავმჯდომარე

ქეთი ქვარცხავა იურიდიული ფირმის BLC-ის პარტნიორია 2003 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან 2003 წლამდე, სხვადასხვა დროს იყო ფირმის ადვოკატი და იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი. იგი 1999 წლიდან წარმატებით წარმოადგენს მხარეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არბიტრაჟში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გასცემს პროფესიულ კონსულტაციას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, კორპორატიულ, შრომის სამართლის საკითხებზე, ჩართულია რთულ საერთაშორისო კომერციულ გარიგებებში, საბანკო და ფინანსურ საკითხებში, უძრავი ქონების, წარმოების, ენერგეტიკის და სხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. ქალბატონ ქეთის აქვს USAID საქართველოში მუშაობის გამოცდილება, კომერციული სამარჩეველისპოზიციაზე, სადაც იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართლებრივი გარემოს შეფასებაში, საგადასახადო რეფორმის ფარგლებში ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადებაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მიმართულებების განსაზღვრაში და ა.შ. ქ-ნი ქეთი ასევე ასწავლიდა საერთაშორისო კერძო სამართალს თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში. იგი მუშაობდა იურისტად ქართულ-ამერიკულ”აბსოლუტ ბანკ”-ში, სადაც ბანკს შესაბამისრჩევებს აძლევდა სხვადასხვა საგადასახადო, სამართლებრივ საკითებთან დაკავშირებით და წარმოადგენდა მასმთელ რიგ წარმატებულ სასამართლო პროცესებში. ქ-ნი ქეთი ასევე მუშაობდა ს.ს.”ტრანსკავკასია“ ბანკში იურისტად, სადაც დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს აძლევდა რჩევებს საბანკო და საფინანსო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ქ-ნ ქეთის ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება გაერო-სსაქართველოს მისიაში, ნიუ-იორკში, სამართლებრივ სფეროში ასისტენტის პოზიციაზე. რამდენიმე წლის მანძილზე ქალბატონი ქეთი იყო საქველმოქმედო ფონდ ”პირველი ნაბიჯის” გამგეობის წევრი, ასოციაციათავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და საგანმანათლებლო საბჭოს წევრი. ქალბატონ ქეთის 2001 წელს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისასპირანტურა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით, მიღებული აქვს ამერიკული სამართლის მაგისტრის LLM წოდება ამერიკული უნივერსიტეტიდან – Wake Forest University School of Law 1999 წელს. მას ასევეწარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს.

დავით კიკალეიშვილი

ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე

დავით კიკალეიშვილი არის იურიდიული ფირმა VBAT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. მისი იურიდიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამეწარმეო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი, საინვესტიციო სამართალი, პრივატიზება, შრომის სამართალი, საოჯახო სამართალი, პროექტების (ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ტელეკომუნიკაციები) სამართლებრივი მხარდაჭერა. წლების განმავლობაში, დავითი წარმატებით წარმოადგენს მხარეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სასამართლოებსა თუ არბიტრაჟში. დავითს სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვა ანდეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: KPMG, TBC Leasing, CHC Helicopter Corporation, შპს „ავერსი ფარმა,“ Sopharma, საქართველოს უნივერსიტეტი, სასტუმრო Metekhi Palace (Sheraton-ის სასტუმროთა ქსელი), ჟურნალი „ტაბულა,“ ტელეკომპანია მაესტრო და სხვა. დავითის სამართლებრივი მხარდაჭერით განხორციელდა ქართულ ბაზარზე ისეთი კომპანიების შემოსვლა, როგორებიცაა: ნეტკრედიტი, TLS contact Georgia (Visa Application Centre for the United Kingdom of Great Britain in Georgia) და სხვა. დავითს ასევე დიდი გამოცდილება აქვს უცხოური კომპანიებისათვის საქართველოში ფრენშაიზინგის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით.

2003 წლიდან, დავით კიკალეიშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ასევე, იგი იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
დავითი არის საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის დისციპლინური კომიტეტის ხელმძღვანელი. ასევე, იგი ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელობის უნივერსიტეტში საადვოკატო უნარჩვევებს.
მშობლიური ქართულის გარდა, დავით კიკალეიშვილი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ზვიად კორძაძე

გამგეობის წევრი

2003 – დღემდე კს “კორძაძის საადვოკატო ბიურო”, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი;
1996 – 2003 კს “კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები”, პარტნიორი, ადვოკატი;
1995 – დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი;
1995 – 2006 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის წევრი;
1997 – 1998 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებათა შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის წევრი;
2001 საქართველოს გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
2002 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
2005 – 2006 საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი;
2006 –2013 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2014 წლიდან საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე

სანდრო ბიბილაშვილი

გამგეობის წევრი

დაიბადა 1980 წელს. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება; იურისტის კვალიფიკაციით, სპეციალობა – სამართლისმცოდნე. 2004 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში – სამაგისტრო ნაშრომი „საერთაშორისო ფრენშაიზინგი“. სანდრო არის 2010 წლის ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი. 2011 წელს დაამთავრა დუკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (ჩრდ. კაროლინა, აშშ) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.
2005-2012 წლებში იყო წამყვანი ქართული იურიდიული ფირმა BGI Legal-ის უფროსი იურისტი, 2012-2014 წლებში ამავე ფირმის დირექტორი, ხოლო 2014 წლიდან არის BGI-ის პარტნიორი.  2001 წელს სტაჟიორად მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, ბერნი სენდერსის ოფისში.
2006 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო სპეციალიზაციით.
2015 წელს ჩააბარა ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდა და 2016 წელს გახდა ნიუ იორკის შტატის ლიზენცირებული ადვოკატი.
2012 წლიდან არის CEDR-ის (Center for Effective Dispute Resolution) მიერ აკრედიტებული მედიატორი, ხოლო 2013 წლიდან – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არსებული მედიაციის ცენტრის მედიატორი.
სანდრო ბიბილაშვილი არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი და ასევე, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული სამართლის კომისიის თავმჯდომარე.

ნინო სოსელია

გამგეობის წევრი

ნინო სოსელია – გრატა ინტერნეშენალ ჯორჯიას პარტნიორი.
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი,საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია.
2011 წელს დაასრულა საქართელოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის პეციალიზაციით და 2011 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2005 – 2011 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიულ სამსახურში, ასევე თბილისის არქიტექტურის სამსახურში იურისტად.
2011 წლიდან მუშაობდა საადვოკატო ბიუროში – კორძახია ჟღენტი ადვოკატად.
2019 წლიდან გახდა იმავე საადვოკატო ბიუროს პარტნიორი. ნინო სოსელია ასევე არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი.
იგი ასევე გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი.

მარიამ ხაჩიძე

გამგეობის წევრი

მარიამ ხაჩიძე არის იურიდიული ფირმა „ბეგიაშვილი და კომპანიის“ იურისტი, სადაც მან 2018 წელს სტაჟიორის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და ეტაპობრივად დაწინაურდა.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სამართლებრივი რჩევების მიცემასა და იურიდიული დოკუმენტების მომზადებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის, კორპორატიული სამართლის, სადაზღვევო, საბანკო, საგადასახადო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კერძო-საჯარო თანამშრომლობის, საიმიგრაციო, ინტელექტუალური საკუთრების, ანტიმონოპოლიურ საკითხებზე. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს მხარეთა წარმომადგენლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
იგი 2019 წელს იყო საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრის სხდომის მდივანი.
მარიამ ხაჩიძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად სწავლობს ნიუ ვიჟენ უნივერსისტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
2020 წლიდან არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ასოცირებული წევრი.
2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

გოჩა სვანიძე

გამგეობის წევრი

განათლება:
საშუალო – თბილისის 140-ე  საშუალო სკოლა (1969-1979 წწ);
უმაღლესი – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1979-1984წწ ), ინჟინერ მექანიკოსი;
1991-1994წწ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი– სამართალმცოდნე;
1999-2000 თბილისის იურიდიული ინსტიტუტი– იურისტი (ექსტერნად).

პროფესიული საქმიანობა:
1984-1992 ინჟინერ-მექანიკოსი, უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ინჟინერი, ექსპლუატაციის უფროსი;
1991-1993 კერძო ბიზნესი, კომერცია;
1994-დღემდე ადვოკატი;
1996-98 სპს “კორძაძე, სვანიძე და ოქრუაშვილი”;
1998-2003 სპს “კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები”;
2003- დღემდე კს “საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორები”, ხელმძღვანელი პარტნიორი – ადვოკატი;
2000 – დღემდე შპს თბილისის საარბიტრაჟო პალატის დამფუძნებელი პარტნიორი და არბიტრი;
2003-2006 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ვიცე პრეზიდენტი;
2005-დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. სპეციალიზაცია – საერთო.;
2006-2013 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
2008-2009 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
2011-2013 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე და სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი;
2004 – დღემდე საქართველოს რაგბის კავშირი – გამგეობის თავმჯდომარე;
2014 – დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის
სამართლის ლექტორი.

აკაკი ჩარგეიშვილი

გამგეობის წევრი

აკაკი ჩარგეიშვილი სპს ,,აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი”-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. საადვოკატო დარბაზი არის ძლიერი და პროფესიუონალური იურიდიული მხარდაჭერა უცხოელი და ადგილობრივი მანდატორებისათვის ქართულ რეალობაში.

აკაკი ჩარგეიშვილი უკვე 20 წელზე მეტია პროფესიულ საადვოკატო საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, რის საფუძველზე არის პუბლიკაციების, სამეცნიერო ნაშრომების, პრაქტიკული სახელმძღვანელოების ავტორი, არის საგადასახადო კოდექსის სამეცნიერო დებულებების ავტორი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის სახელმძღვანელო დებულებების ავტორი და ა.შ.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიზნით, მუშაობს კონფლიქტების ეკონომიკური სამართლის მიმართულებით.

სხადახვა დროს იგი მონაწილეობდა ქვეყნის უმსხვილესი ობიექტების (სს ,,თელასი”, სს ,,მადნეული” სს ,,საქართველოს რკინიგზა”) ირიდიული სტრუქტურირების კორპორატიულ და საპრივატიზებო პროცესებში, იყო და არის სხვადასხვა ქართული კორპორაციების იურიდიული მრჩეველი.

ადვოკატის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, იგი წარმატებით ახორციელებს პრაქტიკას, კორპორაციული, ეკონომიკური, ფინანსური, საგადასახადო, სახელშეკრულებო, სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის და სხადასვა დარგობრივი მიმართულებებით, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისატრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე იგი წარმატებით ახორციელებს, ლობისტურ საქმიანობას საქართველოში და მონაწილეობს ეკონომიკური, საგადასახადო, სიაფიანანსო და საბანკო სამართლის საკანოანმდებლო ფორმირებაში.

ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი არის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) გამგეობის წევრი და ხაზინადარი, საქართველოს ბიზნეს პალატის ვიცეპრეზიდენტი, ბიზნესის ადვოკატირების ცენტრის დამფუძნებელი.