გიორგი ცერცვაძე

სამართლის დოქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი.

2003 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. 2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის წევრი, ხოლო 2012 წლიდან ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) მიერ ლიცენზირებული მედიატორი.

2008 წელს დააფუძნა იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგი” და 2009 წლიდან დღემდე მისი უცვლელი მმართველი პარტნიორია. სხვადასხვა დროს იყო: მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (გერმანია), ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (გერმანია), ჩუოს სამართლის სკოლის (იაპონია), იაპონის არბიტრთა ასოციაციაციის (იაპონია), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (აშშ – სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა), ვაინშტაინის ფონდის (აშშ- ჰარვარდის, სტენფორდისა და პეპერდაინის უნივერსიტეტები), ალექსანდრე ფონ ჰუმბოლტის ფონდის (გერმანია) სამეცნიერო გრანტების და სტიპენდიების ბენეფიციარი და პროგრამების აქტიური მონაწილე.

გიორგი ცერცვაძე საქართველოში, გერმანიაში, ავსტრიაში, იაპონიასა და აშშ-ში გამოქვეყნებული ათზე მეტი სამეცნიერი ნაშრომის ავტორია. მისი ავტორობით შექმნილია საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციისა და საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სახელმძღვანელოები. არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს და სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარის თანაავტორი.

2015 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2016 წლიდან – დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული.