ლაშა ცერცვაძე

ლაშა ცერცვაძე იურიდიული ფირმა  ეფ ელ ეს -ის (FLS Full Legal Service )  მმართველი პარტნიორია. იგი ასევე გახლავთ თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე, 2007 წლიდან არის საქართელის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 

ლაშა სხვადასხვა დორს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, საქართველის საელჩოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ბერლინში).                                    სს “სილქ ორუდ ბანკში” იკავებდა სასამართლო და სააღსრულებო მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას, სადაც მისი უშალო ხელმძღვნელობის ქვეშ იყო 1000-ზე მეტი სამოქალაქო და ადამინსრაციული დავა სასამართოში.

 

საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, ლაშა არის  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

 

ლაშა  აგრეთვე არის სპეციალურად მოსამართლეთავის შექმნილი საკორპორაციო სამართლის კურსის თანაავტორი და მომხსენებელი,  ფორდჰემის უნივერსიტეტის პროფესორ მარტინ გელტერთან და უზენაესი სასამარლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურთან ერთად. პროექტი ხორციელდება გერმანიის თანამშრომლობის ფონდის (GIZ) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობა საქართველოში (USAID, East West Management Institute, PROLoG ) მხარდაჭერით.

2011 წელს გახდა გერმანელი ბიზნესმენის, იოაჰიმ ჰერცის,  სახელობის ფონდის, სტიპენდიანტი  და მიიღო სრული დაფინანსება ბუცერიუსის სამართლის სკოლაში სწავლისათვის. ხოლო  2014 წელს მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (გერმანია), ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი სტიპენდიის ფარგლებში წარმატებით მუშაობდა დისერტაციაზე.

 

ლაშას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ასევე ფლობს სამართლის და ბიზნესის მაგისტრის ხარისხს.   (Master of Law & Business, Bucerius Law Scool & Who-Otto Beisheim Schoo of Management ).  2015 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია საკორპორაციო სამართალში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გახდა სამართლის დოქტორი.