ტრენინგები სიფას წევრებისთვის, “მეწარმეთა შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით

GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის ა/წ 26-28 თებერვალს და 2-4 მარტს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროეტზე.
თითოეულ ტრენინგს, რომელიც ჯამში სამ დღეს მოიცავდა, უძღვებოდნენ GIZ-ის ექსპერტები: გიორგი ჯუღელი, ნინო ბაქაქური და ლაშა ცერცვაძე. მათ მიერვე შეიქმნა სასწალო მოდული, რომელიც 2020 წელს კანონპროექტში განხორციელებული უახლესი ცვლილებების შესაბამისად გადამუშავდა.
ორივე ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სიფა-ს წინასწარ შერჩეულმა 40 ადვოკატმა.