„გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მიერ დაფინანსებული „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის“ განხორციელება. პროექტი მოიცავს მთელი რიგ აქტივობებს, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრებს, გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას და საგანმანათლებლო კომპონენტს ტრენინგების სახით. პროექტის დასასრულს შემუშავებული ანგარიში წარედგინება ყველა დაინტერესებულ პირს.
პროექტის მიზნებისთვის, 21-22 მაისს შედგა პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „რიქსოს ბორჯომში“ პროექტის გუნდსა და გადახდისუუნარობის სამართლის ექსპერტებს (სიფა-ს წევრი ადვოკატები) შორის. სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტებმა პროექტის ხელმძღვანელთან და პროექტის ექსპერტთან ერთად იმსჯელეს ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვაზე, ასევე შეიმუშავეს პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ტრენინგების მოდული და კითხვარები დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუების ჩასატარებლად. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ხელმძღვანელი და წარმომადგენლები.