ვაკანსია – აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები
- პროექტების მოზიდვა და მართვა;
- დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
- ასოციაციის ხელმძღვანელობითი ფუნქციების შესრულება, მათ შორის, ასოციაციის ჟურნალის წარმოება, ასოციაციის მართვისა და კონტროლის ორგანოების მიერ მიღებული სხვადასხვა აქტებისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია, აღრიცხვა და აღსრულება.
- ასევე, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარებისთვის, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ასოციაციის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
უპირატესობა მიენიჭება:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
- სამართლებრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
საჭირო უნარ–ჩვევები:
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლიანობა
- პუნქტუალობა
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით, გასაუბრების საფუძველზე, ასოციაციის გამგეობის მიერ.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 13 ივნისამდე.
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა) ელ. მისამართზე: office@alfg.ge
წერილის სათაურის ველში, მიუთითეთ „აღმასრულებელი დირექტორი“.