ვებინარი თემაზე : “საბანკო სექტორის სამართლებრივი გამოწვევები, შეფასება და ანალიზი”
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად, ა/წ 25 მარტს, ორგანიზება გაუწია ვებინარს თემაზე” საბანკო სექტორის სამართლებრივი გამოწვევები, შეფასება და ანალიზი”.
ვებინარზე განხილული იქნა შემდეგი 4 საკითხი:
ა) ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარიგებებში, ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტების სამართლებრივი აღიარება და სასამართლოში წარდგენის სპეციფიკა, არსებული სასამართლო პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ბ) შრომით სამართლებრივი სიახლეები, მათ შორის მტკიცების ტვირთის განაწილება. როგორც ძირითად, ასევე წინასახელშეკრულებო ეტაპზე. დასაქმების შეზღუდვის დარღვევიდან გამომდინარე დავების სპეციფიკა და სასამართლოს პოზიცია;
გ) მტკიცების ტვირთის განაწილება საკრედიტო დავებში, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის და არსებით პირობებზე შეთანხმების ეტაპზე (მათ შორის, მოვალის შესაგებლის ეტაპზე ზეპირი მითითების არსებობისას ხელშეკრულების სიყალბის/ნამდვილობის მტკიცების ტვირთის შესახებ);
დ) სასამართლოს მიერ არასრულწლოვანის ქონების (უძრავი, მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) განკარგვის ნებართვასთან დაკავშირებული წარმოების სპეციფიკა, მათ შორის იპოთეკის დატვირთვისას წინასწარ გასათვალისწინებელი პირობები შემდგომში სამართლებრივი რისკების გამორიცხვის მიზნით.
ვებინარზე მოწვეულნი იყვნენ და საკითხები წარადგინეს ექსპერტებმა: უზენაესი სასამართლოს ყოფილმა წევრმა და სამოქალაქო პალატის თავმჯდომარემ , მზია თოდუამ და უზენაესი სასამართლოს წევრმა ეკატერინე გასიტაშვილმა.
ვებინარმა აქტიურ რეჟიმში ჩაიარა. მასში მონაწილეობას იღებდა კომერციული ბანკებისა და საქართველოს იურიდიუ;ლი ფირმების ასოციაციის 120 წარმომადგენელი.
ვებინარმა 2 საათს გასტანა და 50-მდე კითხვა იქნა მიღებული მონაწილეებიდან, რომელთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, ექსპერტები წერილობითი პასუხებს მოამზადებენ და დაეგზავნება ვებინარის მონაწილე ყველა პირს. .
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მომავალშიც აპირებს საბანკო ასოციაციასთან ერთად საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც თანაბრად საინტერესო და სასარგებლო იქნება ორივე ასოციაციის წევრებისთვის.