კონფერენცია ადვოკატთა როლისა და პროფესიული გარანტიების შესახებ
ადვოკატის როლისა და პროფესიული გარანტიების შესახებ 2015 წლის 18- 19 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მიზანია ადვოკატის როლისა და პროფესიული გარანტიების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და თეორიის გაცნობა.
კონფერენცია ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სისხლის სამართლის სისტემით რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” მიერ.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად კორძაძე.
კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ სასამრთლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები.