კონფერენცია თემაზე „ბავშვები და ბიზნეს სექტორი“
28 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) და ევროკავშირის პროგრამამ „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ გამართეს კონფერენცია თემაზე „ბავშვები და ბიზნეს სექტორი“. კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ავსტრიულმა რაიფაიზენ ბანკმა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, მათი ჩართულობის გაზრდას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე ბიზნესის გააქტიურებას კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზების კუთხით.
კონფერენციაზე განხილეს ბიზნეს სექტორში არსებული შესაძლებლობები და პერსპექტივები ბავშთა უფლებათა დაცვის კუთხით.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ბავშვთა უფლებათა ევროპული კონვენციისა და შრომის სამართლებრივ კანონმდებლობასთან დაკავშირებით:
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად კორძაძე;
ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინთერი;
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურაბ სანიკიძე;
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე;
ავსტრიის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი დომინიკ ბაურეხტი.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა კონფერნეციის მონაწილეებს გაუზიარეს თანამშრომლობის მაგალითები, როგორიც არის:
საქართველოს ბანკის სიცოცხლის ხე,
SOS საქართველოს ბავშვთა სოფელი, ნატახტარის „გადაარჩინე სიცოცხლე“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, ბიზნესის, იურიდიული კომპანიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მხარდამჭერი იყო საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატა.