საერთო კრება და სისხლის სამართლის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა
2015 წლის 27 თებერვალს 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასცოციაციის საერთო კრება და სისხლის სამართლის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ორგანიზაციის 1 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ დაიწყო ფონდი „ღია საზოგადოება– საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის – „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავებ”-ის განხორციელება. სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წარმოდგინეს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის პირველადი ვერსია.
ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო და სასამართლოს უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.