საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს წარდგინებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც იურიდიული ფირმების ასოციაციას მოსაზრებები ჰქონდა გაგზავნილი
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს წარდგინებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც იურიდიული ფირმების ასოციაციას მოსაზრებები ჰქონდა გაგზავნილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციორად სცნო სამართლის საპროცესო კოდექსის 306 მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს პირი, იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მოსაზრება მსგავსი გახლდათ საკოსნტიტუციო სასამართლოს მოსაზრების. სიფას დასაბუთებით, სადავო ნორმები ემსახურება შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზებას და ამ პრინციპის არსი ბრალდებულის უფლებების დაცვაა მხარეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გათანაბრების გზით. მოსაზრებაში მოყვანილია დასკვნა, რომ ბრალდების მხარის სასარგებლოდ საჩივრის ფარგლებიდან გასვლა დაარღვევს შეჯიბრებითობას და მხარეთა თანასწორობას, რადგან ბრალდებულს არ მისცემს დაცვის სათანადოდ მომზადების საშუალებას; ბრალდებულის სხვა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად იმავეს გაკეთება, კი არ დაარღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს, არამედ გარანტიებს შექმნის ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებების დასაცავად. ამდენად, კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ უნდა განიმარტოს ბრალდებულის სხვა კონსტიტუციური უფლებების საზიანოდ და არ უნდა გამორიცხოს სასამართლოს ინიციატივა სხვა კონსტიტუციური გარანტიების დასაცავად.