სამართლებრივი სტატიების კონკურსი
“ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია” “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან” თანამშრომლობით აცხადებს გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების კონკურსს სტუდენტებისთვის.
კონკურსის პირობების სანახავად გადადით ლინკზე: http://www.jobs.ge/181042/
სტატიების მიღების საბოლოო ვადაა 10 ოქტომბერი.
გიორგი მარგიანი დაიბადა 1989 წლის 28 მარტს. მან 2011 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გიორგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციული უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის “საჯარო მმართველობა” მაგისტრი. 2015 წელს გიორგიმ მოიპოვა ნორვეგიის მთავრობის სტიპენდია და ჩაირიცხა ოსლოს უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
გიორგი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში. მან თავისი კარიერა იუსტიციის სამინისტროში 2013 წლის მაისში დაიწყო. იგი აქტიურად იყო ჩართული ნარკომანიასთან ბრძოლისა და ნარკოპოლიტიკის განვითარების მიმართულებაში.