საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ბიზნეს ლანჩი გამართა
27 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებთან ბიზნეს ლანჩი გამართა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიები და კომპანიის ადვოკატები. შეხვედრის მთავრი თემაა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის (პრო-ბონო) დეკლარაციის გაფორება იყო. საქართველოში პირველად 20 იურიდიულ კომპანიას შორის გაფორმდა პრო-ბონო, რომლის ფარგლებშიც კომპანიები უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ მოქალაქეებს კომპანიის რესურსების და შესაძლებლობების შესაბამისად, რითაც ხელს შეუწყობენ იურიდიული კომპანიების მიერ უფასო იურიდიული დახმარების გაწევას. საქმიან შეხვედრაზე ასოციაციამ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით გააფორმა მემორანდუმი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, კონფერენციების, სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის და სხვა ღონისძიებების განხორციელებისათვის. ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული ფირმების ასოციაციას შორის. შეხვედრის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა წარმოადგინა ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის პრეზენტაცია. “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია”( სიფა ) 2014 წლის 28 თებარვალს დაარსდა, რომლის მიზანია იურიდიული ფირმების/საადვოკატო ბიუროების კორპორაციული უფლებებისა და ინტერესების დაცვა; მასში გაერთიანებულია 20 საადვოკატო ბიურო და 200-მდე ასოცირებული წევრი-ადვოკატი.