სიფამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს “პრო ბონო ქსელის” პრეზენტაციასა და დაფუძნებაში
2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს “პრო ბონო ქსელის” პრეზენტაციასა და დაფუძნებაში. ქსელის საქმიანობის საექსპერტო და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: BMW Foundation და Taproot Foundation; მხარდამჭერები: MitOst და Robert Bosch Foundation.
ქსელის დაფუძნების ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ისაუბრა ასოციაციის პრო ბონო სისტემაზე, გააცნო მონაწილეებს ასოციაციის სამომავლო გეგმები პრო ბონო მიმართულებით.