სიფას ადვოკატების გასვლითი შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების შემუშავების მიზნით
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების შემუშავების მიზნით გასვლითი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას უღძვებოდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მოწვეული ექსპერტი, ვოშბორნის უნივერსიტეტის პროფესორი, რორი ბაჰადური.
შეხვედრას მხარს უჭერდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა“ (JILEP), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI)