სიფას სამუშაო შეხვედრა კონკურენციის სამართლის დოქტორ, პროფესორ იურგენ კიუჰნენთან
2015 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი კომპანიის ადვოკატების სამუშაო შეხვედრა კონკურენციის სამართლის დოქტორ, პროფესორ იურგენ კიუჰნენთან. პროფესორი იურგენ კიუჰნენი წარმოადგენს დიუსელდორფის სამხარეო სასამართლოს კარტელის სენატის თავმჯდომარე მოსამართლეს.
პროფესორი კიუჰნენის მიერ განხილულ იქნა კონკურენციის სამართლის აქტუალური საკითხები. კერძოდ, ყურადღება იქნა გამახვილებული ისეთ თემებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებების აკრძალვა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური შეთანხმებები, ბაზრის ინფორმაციის სისტემები, მოკვლევის პროცესის დაწყება და პროცესის პრინციპები. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს აგრეთვე საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და ისაუბრეს მათი აღმოფხვრის გზებზე. სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, რითაც შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთი მოსაზრებები და გამოცდილება.
შეხვედრა ორგანიზებული იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ.