სიფა აგრძელებს შეხვედრებს სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ კურსთან დაკავშირებით
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აგრძელებს შეხვედრებს სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ კურსთან დაკავშირებით. 2021 წლის 26 იანვარს გაიმართა რიგით მესამე შეხვედრა, სადაც განხილული იქნა საკუთრების უფლება, სამშენებლო სამართლის საკითხების ჭრილში. კერძოდ: სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულება; საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სამოქალაქო-სამართლებრივი შინაარსი; საკუთრების სოციალური ბოჭვის თეორია; საკონსტიტუციო სასამართლოს ტესტი – კანონიერი (ლეგიტიმური) მიზანი და თანაზომიერების პრინციპი; სასამართლო პრაქტიკა; ექსპროპრიაცია; ევროპული სასამართლოს შეფასების ტესტის სამი წესი.
შეხვედრას უძღვებოდნენ სიფას წევრი იურიდიული ფირმა GLCC-ის დირექტორი, ალექსანდრე ქამუშაძე და JG Counselors აღმასრულებელი დირექტორი- ნიკოლოზ აბუთიძე.
შეხვედრა მიმდინარეობდა ონლაინ რეჯიმში და მასში მონაწილეობას იღებდა იურიდიული ფირმებისა და სამშენებლო კომპანიების 14 პრაქტიკოსი იურისტი.
სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი ორგანიზებულია საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ, GLCC-თან პარტნიორობით.