ტრენინგი ევროკავშირის კონკურენციის სამართალში
5 ივნისს საასტუმრო თბილისი მარიოტში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრ იურიდიული კომპანიის ადვოკატებს ჩაუტარდათ ტრენინგი ევროკავშირის კონკურენციის სამართალში.
ტრენინგს ხელძღვანელობდა, ცნობილი ექსპერტი ფილიპ ტუიტსხაივერი, ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო იურიდიულ ფირმა “კონტრასტი”-ს მმართველი პარტნიორი.
ტრენინგზე განხილული იყო საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის და ევროკომისიის როლი და მიმართვის პროცედურა, კონკურენციის სამართალის არსი, საქმეების გამოძიების დაწყების პროცესი, რა უფლებამოსილება გააჩნია ევროკომისიას, რას მოიცავს ვერტიკალურ და ჰორიზონტალური შეთანხმებები, კარტელური შეთანხმებები, ბაზარზე დომინანუტრი პოზიციის კომპანიების გამოვლენის კრიტერიუმები; მტკიცების ტვირთის გადანაწილება კონკურენციის სამართლის საქმეებზე სასამართლოში და კომპანიისთვის დაკისრებული სანქციების გამოთვლის წესი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ, ჰოლანდიის საელჩოს გრანტის ფარგლებში.