ტრენინგი “მცდარ სამედიცინო ქმედებასთან დაკავშირებული დავების წარმოების სპეციფიკა სამოქალაქო სამართალწარმოებაში”
2021 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, მისივე წევრი ადვოკატებისთვის, ორგანიზება გაუწია ტრენინგს თემაზე: “მცდარ სამედიცინო ქმედებასთან დაკავშირებული დავების წარმოების სპეციფიკა სამოქალაქო სამართალწარმოებაში”
ტრენინგს უძღვებოდა კს “კორძაძის საადვოკატო ბიურო”-ს პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, პროფესორი ნინო ბოგვერაძე.
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. მცდარი სამედიცინო ქმედება, როგორც პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფუძველი
1.1. პაციენტის უფლებების ზოგადი დახასიათება
1.2. მცდარი სამედიცინო ქმედება – განმარტება
1.3. მატერიალური და მორალური ზიანი
1.4. სპეციალისტისა და ექსპერტის (საექსპერტო დასკვნის) მნიშვნელობა
1.5. მტკიცების ტვირთის განაწილება
2. მცდარ სამედიცინო ქმედებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა
ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის 20-მდე ადვოკატი.