ტრენინგი სამოქალაქო საპროცესო სამართალში
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2017 წლის 2-5 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის, ქ. ქუთაისში, ჩაატარა მორიგი ტრენინგი თემაზე – სამოქალაქო საპროცესო სამართალი. ტრენინგს უძღვებოდა სიფას ექსპერტი – იურიდიული კომპანია „ბოჭორიშვილი, მიქანაძე, პაპუაშვილი – ბიზნეს-სამართლებრივი კონსულტაციის“ თანადამფუძნებელი – კობა ბოჭორიშვილი.
ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და გასული შვიდი თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა საოჯახო, სამემკვიდრეო, საგადასახადო, სამოქალაქო საპროცესო, სამეწარმეო და ვალდებულებითი სამართლის თემებზე. ტრენინგების თემები შერჩეულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ. კვლევისას ადვოკატების გამოკითხვამ აჩვენა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატები გაფართოებული მანდატის ფარგლებში პროფესიული ცოდნის ამაღლებას საჭიროებენ სამოქალაქო სამართლის ზემოაღნიშნულ დარგებში. ტრენინგების ციკლი ტარდება გაეროს პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.