ტრენინგი “სამშენებლო სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული დავები”
2021 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, მისივე წევრებისთვის ორგანიზება გაუწია ტრენინგს თემაზე: “სამშენებლო სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული დავები”
ტრენინგის უძღვებოდნენ: სიფას ნამდვილი წევრის, იურიდიული ფირმა GLCC-ის დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე და სიფას ასოცირებული წევრი ნიკოლოზ აბუთიძე (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი )
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
– სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი მოწყობის ძირითადი პრინციპები
– ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
– დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმების შესახებ
– დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
– სამშენებლო სამართალდარღვევის მიერ ჯარიმის გადახდის და მისთვის საურავის დარიცხვის წესი
ტრენინგს ესწრებოდა იურიდიული ფირმების ასოციაციის 20-ზე მეტი წევრი.