ტრენინგი სახელშეკრულებო და დელიქტურ სამართალში
2015 წლის, 28 ივლისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ( GIZ) მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგი თემაზე „სახელშეკრულებო და დელიქტური მოთხოვნების სისტემა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით“.
ტრენინგს უძღვებოდნენ გიორგი ბათლიძე, იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი კომპანია BLC-ის პარტნიორი და გიორგი ვაშაკიძე, იურიდიული განათლების სპეციალისტი, პროექტში EWMI-PROLoG.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა, მეორადი სახელშეკრულებო მოთხოვნების სისტემა სამოქალაქო სამართალში, ზიანის ანაზღაურება გულისხმიერების ვალდებულების დარღვევისათვის, ვადის გადაცილებისათვის და შესრულების სანაცვლოდ. ტრენერების მხრიდან ყურადღება იქნა გამახვილებულ განსხვავებაზე ხელშეკრულებიდან გასვლის, მოშლის და შეწყვეტის სამართლებრივ ინსტიტუტებს შორის, რის შემდეგადაც ტრენერებმა მიმოიხილეს დელიქტური სამართლის ადგილი ვალდებულებით სამართლის სისტემაში, დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები და გენერალური დელიქტის შემადგენლობა. განხილულ იქნა აგრეთვე ევროპული დელიქტური სისტემები.