2 აპრილს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია რიგით მე-8 საერთო კრებას გამართავს

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

2022 წლის 2 აპრილს სასტუმროში „შერატონი გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ (მის: თელავის ქ. #20, თბილისი) გაიმართება საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის რიგით მე-8 საერთო კრება. რეგისტრაცია დაიწყება 14:00 სთ-ზე.

დღის წესრიგი

14:00 – 14:30 – რეგისტრაცია

14:30 – 14:50 – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

ზვიად კორძაძე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე

14:50 – 15:15 – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევა

15:15 – 15:30 – გამგეობის წევრთა არჩევნების შედეგების გამოცხადება და საერთო კრების შეჯამება

15:30 – 16:30 – ფურშეტი