October 2015

2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს "პრო ბონო ქსელის" პრეზენტაციასა და დაფუძნებაში. ქსელის საქმიანობის საექსპერტო და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი". ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: BMW Foundation და Taproot Foundation; მხარდამჭერები: MitOst

2015 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი კომპანიის ადვოკატების სამუშაო შეხვედრა კონკურენციის სამართლის დოქტორ, პროფესორ იურგენ კიუჰნენთან. პროფესორი იურგენ კიუჰნენი წარმოადგენს დიუსელდორფის  სამხარეო სასამართლოს კარტელის სენატის თავმჯდომარე მოსამართლეს. პროფესორი კიუჰნენის მიერ განხილულ იქნა კონკურენციის სამართლის აქტუალური საკითხები. კერძოდ,

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს წარდგინებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც იურიდიული ფირმების ასოციაციას მოსაზრებები ჰქონდა გაგზავნილი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციორად სცნო სამართლის საპროცესო კოდექსის 306 მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისაგან

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცამ  იურიდიული ფირმების ასოციაციას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიანიჭა. დღეიდან, სამი  წლის განმავლობაში, სიფა-ს ღონისძიებებში ადვოკატის მონაწილეობა ავტომატურად იქნება აკრედიტებული ადვოკატთა ასოციაციის წესდების 151  და განგრძობადი  იურიდიული განათლების წესების თანახმად.