21 ივნისს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია რიგით მე-9 საერთო კრებას გამართავს

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

2023 წლის 21 ივნისს სასტუმროში „პულმანი“ (მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #37, თბილისი) გაიმართება საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის რიგით მე-9 საერთო კრება.

რეგისტრაცია დაიწყება 10:30 სთ-ზე.

 

დღის წესრიგი:

10:30 – 11:00 – რეგისტრაცია

11:00 – 11:15 – წლიური ანგარიში – ქეთევან ქვარცხავა, ასოციაციის თავმჯდომარე

11:15 – 12:00 – მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით სიფას წესდებაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია და განხილვა

12:00 – 12:30 – წესდების დამტკიცება და საერთო კრების შეჯამება

12:30 – 13:30 – ფურშეტი