მედია ტრენინგი 1/12/2014
24 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) და ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე ატარებს ინტენსიურ სასწავლო პროექტს ქართველი ჟურნალისტებისათვის. ორი კვირის განმავლობაში გაიმართება 6 სესია და ორ დღიანი გასვლითი შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.
1 დეკემბერს, რიგით მე-4 ლექციაზე კობა ბოჭორიშვილმა და დავით კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს წაუკითხეს ლექცია თემაზე “ოჯახური ძალადობა “.