სიფას ადვოკატებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების შემუშავების მიზნით შეხვედრა გამართეს
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების შემუშავების მიზნით კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, გასვლითი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას უღძვება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მოწვეული ექსპერტი, ვოშბორნის უნივერსიტეტის პროფესორი, რორი ბაჰადური.
შეხვედრას მხარს უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა“ (JILEP), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI)