„სამოქალაქო დავის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში“
2017 წლის 20-21 იანვარს, სასტუმროში „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა მორიგი ტრენინგი თემაზე „სამოქალაქო დავის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში“. ტრენინგს უძღვებოდა სიფას ექსპერტი – იურიდიული კომპანია „ბოჭორიშვილი, მიქანაძე, პაპუაშვილი – ბიზნეს-სამართლებრივი კონსულტაციის“ თანადამფუძნებელი – კობა ბოჭორიშვილი. ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველს და გასული ხუთი თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა სამემკვიდრეო, საოჯახო და საგადასახადო სამართალში, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. ტრენინგების თემები შერჩეულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ. კვლევის ადავოკატების გამოკითხვამ აჩვენა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები გაფართოებული მანდატის ფარგლებში პროფესიული ცოდნის ამაღლებას საჭიროებენ სამოქალაქო სამართლის შემდეგ დარგებში: საოჯახო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო წარმოება პირველ ინსტანციაში. ტრენინგების ციკლი ტარდება გაეროს პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (UNDP) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.