ლანჩ-მითინგი საგადასახადო სამართლის საკითხებზე
2017 წლის 30 მაისს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სასტუმრო Holiday inn Tbilisi-ში გამართა ლანჩ-მითინგი საგადასახადო სამართლის საკითხებზე. შეხვედრას უძღვებოდნენ ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის მმართველი პარტნიორი, ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი, შპს „იუაი საქართველოს“ პარტნიორი და საგადასახადო პრაქტიკის ხელმძღვანელი – ზურაბ ნიკვაშვილი და ამავე კომპანიის წარმომადგენლები: სალომე ქარჩხაძე და ირაკლი ჭილაია. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას მოგების გადასახადის ესტონური მოდელის თავისებურებები გააცნეს. საუბარი იყო მოგების გადასახადის ესტონური მოდელით ტრანზაქციების დაბეგვრის პრობლემებზე და ამ უკანასკნელის შესაბამისობაზე კონსტიტუციასთან. აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის EWMI-ის მიერ განხორციელებული პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, პროექტ PRoLoG-ის მხარდაჭერით და სიფას მიმდინარე პროექტის “ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში” ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით კვლავ გეგმავს გამართოს ლანჩ-მითინგები სახელშეკრულებო და სამეწარმეო სამართლის საკითხებზე.