ადვოკატთა კლუბი
2017 წლის 25 მაისს, სიფას წევრი იურიდიული ფირმების წარმომადგენელები კვლავ შეიკრიბნენ “ადვოკათა კლუბში”. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ფარგლებში შექმნილია ადვოკატთა კლუბი, რომელიც წარმოადგენს წევრი იურიდიული კომპანიების ადვოკატების გაერთიანებას და მიზნად ისახავს კლუბის წევრი ადვოკატების, პერიოდულად, არაფორმალურ გარემოში შეკრებას. დატვირთული სამუშაო გრაფიკისგან განტვირთვისა და ადვოკატებს შორის ურთიერთობების განმტკიცების მიზნით, სიფა ორგანიზებას უწევს ადვოკატთა კლუბის შეხვედრებს. კლუბის წევრები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა სახის შეჯიბრში. ფორმატი ითვალისწინებს, როგორც გასართობ ასევე ინტელექტუალურ თამაშებს.