გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების კონკურსი
2018 წლის 24 დეკემბერს ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გამართა. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა სამი საუკეთესო სტატიის ავტორი:
I – ნიკა პირველაშვილი; სტატია – „The liberalization of Drug Policy and the role of the Constitutional Court of„„ Georgia in this process“
II – დავით გვენეტაძე; სტატია – „For the Issue of Consumers Food Safety (Comparative Legal Analysis)
III – გიორგი ცაგურია; სტატია -„ A Critical Comparison of Georgian Corporate Income Tax Model with its EU Analogues, primarily Estonian
სამივე გამარჯვებულ სტუდენტს ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციამ გადასცა ფულადი პრიზები, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამარჯვებულებს შესთავაზეს სტაჟირება და გადასცეს საჩუქარი. ნიკა პირველაშვილმა მიიღო სტაჟირების შეთავაზება სიფას წევრი იურიდიული ფირმა BLB-სგან, მეორე ადგილზე გასულ დავით გვენეტაძეს BDO Legal-სგან გადაეცა 200 ლარიანი წიგნების მაღაზიის ვაუჩერი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გიორგი ცაგურიას შესაძლებლობა აქვს სტაჟირება გაიაროს იურიდიულ ფირმაში „აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი“.
ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს დამატებით ასაჩუქრებს ნორვეგიაში ვიზიტით, სადაც ის შეძლებს საკონკურსო თემის წარდგენას ოსლოს უნივერსიტეტში.
საკონკურსო სტატიები გამოქვეყნდება ქართულ ნორვეგიული ასოციაციის პერიოდულ ჟურნალში და განთავსდება სიფა-ს ვებ-გვერდზე (alfg.ge). სტატიები ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
სიფა მადლობას უხდის ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციას კონკურსის ორგანიზებისთვის და წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულ სტუდენტებს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. აღნიშნული კონკურსი ეძღვნება გიორგი მარგიანის სახელის ხსოვნას და დიდი მადლობა მისი ოჯახის წევრებს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა საოფისე სივრცე „ტერმინალში“.
გამარჯვებული სტუდენტების სტატიები შეგიძლიათ იხილოთ აქ: