ტრენინგების სერია გადახდისსსუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში
გრძელდება ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში. 24-25 ოქტომბერს მიმდინარეობდა კურსის მეორე ნაწილის სწავლება, რომელსაც უძღვნებოდა GIZ ტრენერი – გიგა ბათლიძე .
ტრენინგის მოდული ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში შეიქმნა. ის მთლიანად მორგებულია ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით მოწესრიგებულ დებულებებზე და წარმოადგენს გადახდიუუნარობის სფეროში საბაზისო ცოდნის მიღების პირველ საფეხურს.
სასწავლო კურსი ოთხი ნაწილისგან შედგება და ჯამში 7 დღეს მოიცავს.
24 და 25 ოქტომბერს სასწავლო კურსის პირველ ნაწილში სწავლება სიფას 10 შერჩეულ ადვოკატს ჩაუტარდა.
ადვოკატთა პირველი ნაკადის სწავლება 8 ნოემბერს დასრულდება, ხოლო 14 ნოემბრიდან სწავლებას წინასწარ შერჩეული მეორე ნაკადის ადვოკატები დაიწყებენ.
ჯამში ოქტომერ-ნოემბრის თვეში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კურსის ფარგლებში სულ სიფას 20 ადვოკატი გადამზადდება.
ტრენინგის მსველობისას სრულად არის დაცული COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები.