ტრენინგი თემაზე: “რა არის მედიაცია”?

2020 წლის 12-13 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის ორგანიზება გაეწია ონლაინ ტრენინგს თემაზე: “რა არის მედიაცია”? ტრენინგზე მონაწილეებისთვის მიწოდებული და განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: თუ რა ტიპის დავებზეა მიზანშეწონილი მედიაციის გამოყენება, როგორ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კლიენტებს მედიაციის შესახებ? მოლაპარაკებებში შესვლის ფსიქოლოგია, მედიატორის როლი, რეფორმულირება/სათქმელის სხვა ჩარჩოში მოქცევა, მედიაციისთვის საქმის გადაცემის კრიტერიუმები, მორიგების აქტის შედგენა და სხვა.

 

ტრენინგის ფინანსურ მხადამჭერს და ორგანიზატორს წარმოადგენდა UNDP, ევროკავშირის პროექტის „მედიაცია და არბიტრაჟი – დავების ეფექტიანი გადაწყვეტისათვის“ ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებოდნენ UNDP-ის ტრენერები: სოფიო ჩაჩავა და ეთერ ჩაჩანიძე.

 

ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას იღებდა სიფას 14 ადვოკატი.