სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აგრძელებს სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსის შეხვედრებს. 2021 წლის 21 იანვარს შედგა სასწავლო კურსის რიგით მეორე, ონლაინ, შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა სამშენებლო სამართალთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამშენებლო სექტორის როლი ეკონომიკაში (სტატისტიკური მონაცემები); კანონმდებლობა (სივრცის დაგეგმარება და ქალაქმშენებლობის დაგეგმვა, მშენებლობის ნებართვა, უსაფრთხოება, ზედამხედველობა და ჯარიმები, სხვა დაკავშირებული კანონმდებლობა); ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქციები (სივრცითი მოწყობა, ქალაქმშენებლობა; მშენებლობის ნებართვა/ექსპლუატაცია). შეხვედრას უძღვებოდნენ სიფას წევრი იურიდიული ფირმა GLCC-ის დირექტორი, ალექსანდრე ქამუშაძე და J G Counselors აღმასრულებელი დირექტორი,  ნიკოლოზ აბუთიძე. მასში მონაწილეობას იღებდა იურიდიული ფირმებისა და სამშენებლო კომპანიების 14 პრაქტიკოსი იურისტი.

სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი მიმდინარეობს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, GLCC -თან პარტნიორობით.