საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წევრთა რიგით მერვე საერთო კრება გამართა

2022 წლის 2 აპრილს, სასტუმროში „შერატონი გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა)  რიგით მერვე საერთო კრება გამართა. საერთო კრება გახსნა და მის წარმართვას ხელმძღვანელობდა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან ქვარცხვა.

კრების დასაწყისში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ მეტრეველმა წევრებს გააცნო  საქმიანობის ანგარიში, რომელშიც მოცული იყო სიფას 8 წლიანი (დაფუძნებიდან დღემდე) პერიოდის აქტივობები  სტატისტიკურ მონაცემებში გამოსახული და 2021 წლის საქმიანობის ვრცელი ანგარიში.  ისაუბრა სიფას მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო საქმიანობის პერსპექტივებზე.

 

კრებამ შემდეგ საკითხად  განიხილა და ერთხმად დაამტკიცა საწესდებო ცლილება, რომელიც უკავშირდება ორგანიზაციის იურიდიულ მისამართის  შეცვლას.

 

კრებამ ასევე აირჩია  მმართველი  ორგანოს, გამგეობის,  12 წევრი. გამგეობის წევრობის კანდიდატებად წარმოდგენილნი  იყვნენ შემდეგი იურიდიული ფირმებიდან დასახელებული  პირები:

 

  1. ზვიად კორძაძე – კს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“
  2. გოჩა სვანიძე – კს „სვანიძე და პარტნიორები“
  3. ანა რეხვიაშვილი – შპს „ბიზნეს ლიგალ ბიურო“ (BLB)
  4. დავით კიკალეიშვილი – შპს „იურიდიული ფირმა VBT”
  5. ნინო სოსელია – შპს „გრატა ინტერნეშენალ ჯორჯია“
  6. ლაშა ნოდია – შპს „ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები“
  7. ქეთევან ქვარცხავა – შსპ „ბი-ელ-სი“ (BLC)
  8. ვასილ (სანდრო) ბიბილაშვილი – შსპ „ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია“ (BGI)
  9. აკაკი ჩარგეიშვილი – სპს „აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი“
  10. მარიამ ხაჩიძე – შპს „ბეგიაშვილი და კომპანია
  11. გიორგი ზედელაშვილი – შპს „ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი“
  12. დავით კაკაბაძე – შპს „ქართული იურიდიული ჯგუფი“

 

დასახელებული  კანდიდატები,  კრებაზე  წარმოდგენილი სიფას ნამდვილ წევრთა სრული მხარდაჭერით, არჩეული იქნენ გამგეობის წევრებად.

 

დასასრულს გაიმართა დისკუსია სიფას სამომავლო გეგმებთან და სავარაუდო აქტივობებთან დაკავშირებით. დასახელდა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელზედაც  სასურველია  ტრენინგების/შეხვედრების/მრგვალი მაგიდების ორგანიზება.

 

ბოლოს, სიფას თავმჯდომარის მოადგილემ, ქეთევან  ქვარცხვამ,  მადლობა გადაუხადა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზვიად კორძაძეს, რომელიც რვა წლის განმავლობაში წარმატებით  ხელმძღვანელობდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას და  რომელმაც ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მიიღო მონაწილეობა  სიფას წევრთა  რიგით  მერვე საერთო კრებაზე.