საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება;

ინგლისური ენის  ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები

ასოციაციის წარმომადგენობითი და ხელმძღვანელობითი  უფლებამოსილების განხორცილება მესამე პირებთან ურთიერთობაში;

პროექტების მოზიდვა და მართვა;

დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ასოციაციის თავმჯდომარის დავალებით  გარკვეული ფუნქციების  შესრულება, მათ შორის, ასოციაციის მართვისა და კონტროლის ორგანოების მიერ მიღებული სხვადასხვა აქტებისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია, აღრიცხვა და აღსრულება.

ასოციაციის წევრთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და  შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

ასოციაციის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

უპირატესობა მიენიჭება:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

** სამართლებრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

საჭირო უნარჩვევები:

ორგანიზებულობა

კომუნიკაბელურობა

პასუხისმგებლიანობა

პუნქტუალობა

გუნდური მუშაობის უნარი;

 

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით, გასაუბრების საფუძველზე, ასოციაციის გამგეობის მიერ.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის  15 აპრილი.

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა) ელ. მისამართზე: office@alfg.ge