ტრენინგი – საგადასახადო დავების წარმოება
2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მისი წევრი ადვოკატებისთვის, ორგანიზება გაუწია ტრენინგს თემაზე, საგადასახადო დავების წარმოება”. ტრენინგს უძღვებოდნენ: ტრენერი ზურაბ ნიკვაშვილი და სიფას წევრი – აკაკი ჩარგეიშვილი. ტრენინგზე განხილულ იქნა საგადასახადო დავების წარმოების საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართალში მომუშავე ადვოკატებისთვის, მათ შორის: საგადასახადო დავის წარმოშობის მატერიალური და ფორმალური საფუძვლები, საგადასახადო კონტროლი, საგადასახადო დავების წარმოება და სხვა.