ტრენინგი – ,,კანონი მეწარმეთა შესახებ”
2022 წლის 16 დეკემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მისი წევრი ადვოკატებისთვის, ორგანიზება გაუწია ტრენინგს თემაზე “კანონი მეწარმეთა შესახებ”. ტრენინგს უძღვებოდნენ სამართლის დოქტორები: გიორგი ჯუღელი და ლაშა ცერცვაძე. ტრენინგზე განხილულ იქნა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ისეთი საკითხები, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართალში მომუშავე ადვოკატებისთვის, მათ შორის: საწარმოს დაფუძნება და ქონებრივი სტრუქტურა, საწარმოს ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურა, შპს-ს/სს-ის დირექტორის ფიდუციური მოვალეობები და სხვა.