საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა ერთობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში
2014 წლის 1 ივლისს, მოსამართლეთა ერთობის ოფისში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა ერთობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. შეხვედრა გაიმართა ადვოკატებსა და მოსამართლეებს შორის, სადაც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა, მოსამართლეთა ერთობის წევრმა მოსამართლეებმა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა მიეძღვნა სამოქალაქო სამართლის კუთხით საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენას, მათ შორის საუბარი იყო ამხანაგობებისა და გადახდისუუნარობის შესახებ კანონის პრობლემურ საკითხებზე.