ანა ლორია – ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA ROLI) საქართველოს ოფისის უფროსი იურისტი 2013-2017 წლებში. 2010-2013 წლებში იგი მუშაობდა ამავე ორგანიზაციაში იურისტის პოზიციაზე. ამერიკის იურისტთა ასოციაციაში მუშაობის დაწყებამდე ანა ლორია მოღვაწეობდა სამოქალაქო სექტორში. კერძოდ, იგი იყო კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის (CPCR) აღმასრულებელი დირექტორი.
პარალელურად, 2008 წლიდან დღემდე, ანა ატარებს ტრენინგებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისათვის სხვადასხვა, მათ შორის, პროფესიული ეთიკის საკითხებზე.
ანა ლორიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ანა 2005-2006 წლებში ასევე სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ). 2015 წელს მან ფორდჰემის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ) გაიარა ინტენსიური კურსი ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივი სისტემის შესახებ.
ანა ლორია 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით.