ასოციაციის მიზანია:
ა. იურიდიული ფირმების/საადვოკატო ბიუროების კორპორაციული უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ.ადვოკატის უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ხელშეწყობა და განვითარება;
გ.პროფესიული ეთიკური სტანდარტების დაცვა და განვითარება;
დ.იურიდიული პროფესიის განვითარება და იურიდიული განათლების ხელშეწყობა;
ე.ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირის, ადგილისა და როლის განმტკიცება;
ვ.იურიდიული მომსახურების ხარისხის ზრდა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება.
ასოციაციის საქმიანობის მიმართულებებია:
ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, ატარებს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, ატარებს მრგვალ მაგიდებს, შეხვედრებს საადვოკატო საქმიანობის და იურიდიული პროფესიის პრობლემატურ საკითხებზე
ურთიერთობსსაკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანასოციაციის მიზნების განხორციელებისათვის;
შეიმუშავებს მექანიზმებს მისი წევრი იურიდიული ფირმებისა და ადვოკატების მიმართ კანონის დარღვევის შემთხვევაში მათ დასაცავად;
პროფესიული ეთიკის სტანდარტების ასამაღლებლად ატარებს სემინარებს და კონფერენციებს;
მხარეთა სურვილის შემთხვევაში გამოდის მედიატორად იურიდიულ ფირმებს შორის, იურიდიულ ფირმებსა და მათ ადვოკატებს, იურიდიულ ფირმებსა და მათ კლიენტებს შორის;
ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს;
თანამშრომლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო/სასწავლო დაწესებულებებთან.
გამოსცემს ასოციაციის ჟურნალს და სხვა პერიოდულ გამოცემებს.
საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ასოციაციას უფლება აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც შეიძლება ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.