„დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობების შეფასება“
2016 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეებს შორის. შეხვედრაზე სიფა-მ მოსამართლეებს წარუდგინა კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობების შეფასება“ შუალედური შედეგები. კვლევაში ასახულიადაცვის მხარის შუამდგომლობათა შეფასების სტანდარტები თბილისის საქალაქო, სააპელაციო და აღმოსავლეთ საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში, აგრეთვე გაანალიზებულია ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ჩხრეკა/ამოღებადა დათვალიერება, მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობა გამოთხოვის გზით, კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული მიდგომები და სხვ. შეხვედრაზე მოსამართლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები კვლევაში ასახულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს საბოლოო რეკომენდაციების შემუშავებას ადვოკატთა კორპუსის, სასამართლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიმართ.
კვლევა ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში“ ფარგლებში.