გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების ტრენინგი
2017 წლის 26-27 და 29-30 სექტემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში კიდევ ორი ტრენინგი გამართა.
26-27 სექტემბრის ტრენინგს თემაზე „საგადასახადო სამართლებრივი ასპექტები გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესში“ G4G-ის ოფისმა უმასპინძლა. ტრენერად მოწვეული იყო საგადახადო ექსპერტი, ბატონი ლადო ჭაბაშვილი. ბატონი ლადო დამსწრეებს ესაუბრა საგადასახადო სამართლის ზოგად საკითხებზე და გადახდისუუნარობის პროცესში მყოფი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებათა სპეციფიკაზე გადასახადის სახეების მიხედვით. ასევე, საუბარი იყო საგადასახადო დავების მართვის პროცესზე, მაღალი საგადასახადო რისკის შემცველ ოპერაციებზე და საგადასახადო აღრიცხვის არასათანადო წარმოების და ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებულ რისკებზე. ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული იურისტები.